,,ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას” – პაპუაშვილი

,,დღეს ოფიციალურად მომივიდა ბოიკოტის წერილი რამდენიმე ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისგან. სავარაუდოდ, ყველასგან შემოვა ეს ბოიკოტი. ეს არის სინამდვილეში მათი სახე – ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქ რა უნდა ვთქვათ ან ამ ოპოზიციაზე, ან მათ სიმბიოზზე „ენჯეოებთან“? თითი თითზე არ დაუკარებიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს – არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არც ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს მათი მავნებლობის კიდევ ერთი მხილებაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები