„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“- ევროკომისიის პრეზდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული კანონი, ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები