„შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“ – პაპუაშვილი

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ერთსა და იმავე მდინარეში შედის. მისივე განცხადებით, შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ „საერთო ქარტია“.

„დააანონსეს კიდეც, პირველი: დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და რეპრესიები ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის სტილში დაანონსდა. ამიტომ, თავისთავად უკვე გასაგებია საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანია, მოსახლეობა ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საბოლოო ჯამში, შეიკრიბნენ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ“- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები