„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ხვალ, მმართველმა გუნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრიზიდეტის ვეტო უნდა დაძლიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ოფისში სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღანელობდა.

„ქართული ოცნების“  ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო განიხილეს და  მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

„მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.

ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება”, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები