„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კანონი გააუქმოს“ – ჯოზეფ ბორელი

დასავლელი მეგობრები საქართველოს ხელისუფლებას ისევ მიმართავენ და მოუწოდებენ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონი გააუქმოს.

„ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

მისივე განცხადებით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, სანქციების საკითხი რეალუეია.

„კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ. კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა.  აღნიშნულის თანახმად,  ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განმარტავს ბორელი.

შეგახსენებთ, რო, პარლამენტის სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც კანონი უნდა დაამტკიცონ.

მსგავსი თემები