,,ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს” – პაპუაშვილი

,,ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს”, – ამის შესახებ პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ხვალ, 28 მაისს, ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა.

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დღეს მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი თემები