ნიუ-იორკში 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.

მსგავსი თემები