ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, სანქციების ახალი რეჟიმი შემოიღო. ინფორმაციას ,,დოიჩე ველე” ბრიუსელიდან დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ახალი სანქციები კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სახელობის იქნებოდა თუმცა საბოლოოდ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს ის კონკრეტულ პიროვნებასთან არ დაეკავშირებინა.

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი რეჟიმის შემოღების ინიციატორები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ფინეთი და შვედეთი. მათი აზრით, არსებობს მყარი მიზეზები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ანალოგიური რეჟიმი დაწესდეს ბელარუსის, ირანის, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების მიმართაც.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის ინიციატივას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. EU-მ ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქს, პუტინთან დაახლოებულ და მის ნათლიმამად წოდებულ ვიქტორ მედვედჩუკს, ასევე მასთან დაახლოებულ უკრაინის მოქალაქე არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი სწორედ ამ პორტალის ხელმძღვანელია.

მსგავსი თემები