“ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე”- კობახიძე

„აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ მგზავრი წელიწადში და ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წლების განმავლობაში როგორ იქნება მგზავრთა ნაკადის ზრდა, მათ შორის, ტურისტული ნაკადების ზრდა და ჩვენ გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება. ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები