„ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა და სხვანაირი მთავრობა… ეს არის გზა რომელიც არის მშვდობიანი, მიზანმიმართული და შედეგიანი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკურ სუბიექტებს ქარტია წარუდგინა.
“ გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ქარტიის სრულ ტექსტს ამ წუთებში კითხულობს.