„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მოსახლეობას და ასევე საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი.

ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები