„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათი განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

“ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები