„ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“ – კახა კალაძე

„საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – აცხადებს კახა კალაძე ამერიკის მხრიდან გაჟღერებულ სანქციებთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის ან რა მიზეზით აწესებენ სანქციებს.

„რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება  მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულება აქვთ.

„ესეც ჩვენი ბრალია, არა მხოლოდ დღევანდელი  ხელისუფლების, არამედ ბოლო ათეული წლების  განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო.  საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ  ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, სხვასაც  იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას არ აფასებ,  სხვისი მხრიდანაც იგივე აგდებული დამოკიდებულება იქნება. შედეგი სახეზე გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება „ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს“.

მსგავსი თემები