ამერიკელი სენატორი ისრაელის მაღალჩინოსნების დაკავების ორდერის გაცემას მხარს უჭერს

ამერიკელმა დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას, გასცენ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერი, მხარი დაუჭირა.

„მჯერა, რომ არსებობს არსებითი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ, ნეთანიაჰუს მეთაურობით, გამოიყენა შიმშილი, როგორც ომის იარაღი. აშკარად დაუმიზნა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩემი აზრით, ყველა ვთანხმდებით, რომ, რა თქმა უნდა, ისრაელს ჰქონდა უფლება, დაეცვა თავი ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და სწორედ აქ მივდივართ ომის დანაშაულების საკითხამდე “.- განაცხადა სანდერსმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები