ტატო გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას ჯამში 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი.  ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, – აღნიშნავს ფედერაცია ფეისბუქზე.

მსგავსი თემები