უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რის გამოც მანქანების გადაადგილება გარკვეული პერიოდით გართულდა.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გლდანის რაიონში. წვიმის შედეგად ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები