„შეიძლება დამაკავონ“- ზურა ჯაფარიძე

“საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი” – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დააკავონ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „შეიძლება კი.

„თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, ამ და ამ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ – „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო, მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ არა. [საქმე] მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ – მეთქი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მსგავსი თემები