„ჩვენ გვინდა ევროპა და მივიღებთ“- „თეთრპერანგიანების აქცია“ თბილისში

თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღას აბიტურიენტებიც შეუერთდნენ. როგორც მე-12 კლასელები ამბობენ, დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თუმცა ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ, რადგან ფიქრობენ რომ დღეს ქვეყნის ბედი წყდება. აბიტურიენტებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს და პარლამენტის მიმართულებით მიდიან.მსვლელობას აწყობენ სტუდენტებიც. საბოლოოდ აქციის ყველა მონაწილე საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბება.

„ჩვენ გვინდა ევროპა. საუკუნეებია ვიბრძვით რომ ევროპას დავუახლოვდეთ. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა და მივიღებთ“- ამბობენ აბიტურიენტები.

მსგავსი თემები