,,როგორ გავუძლო ამ ტკივილს” – მოკლულ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები დაესხნენ. ინციდენტის დროს, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.

მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან:

,,ჩემო სიცოცხლე ბიჭო, ჩემო თბილო, ჩემო იმედიანო ისედაც სულ მენატრებოდი, ეხლა სად გეძებო. როგორ მიყვარხარ თოკო, როგორ მიყვარხარ!!! როგორ გავუძლო ამ ტკივილს ჩემო გამორჩეულო, ჩემო ანგელოზო”.

მსგავსი თემები