,,არა რუსულ კანონს!” – ემიგრანტებმა ესპანეთის ოთხ ქალაქში აქციები გამართეს

ესპანეთის ოთხ ქალაქში, მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და არნედოში ქართველმა ემიგრანტებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციები გამართეს.

,,თუ დღეს ჩვენ არ გადავდგამთ ევროპისკენ ნაბიჯებს, საქართველოში შეიძლება დაიწყოს ომი”, – მიმართა ერთ-ერთმა გამომსვლელმა ქალაქ მადრიდში შეკრებილ ქართველებს.

საპროტესტო აქციებში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ უკან, რუსეთში დაბრუნებას, აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ევროპული მომავლისთვის აუცილებელია, “ქართულმა ოცნებამ” უკან გაიწვიოს კანონი.

მსგავსი თემები