საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, მანამ სანამ პარლამენტი ე.წ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსლ კანონს და აქციების მიზანია გამოიწვიონ უკან ეს კანონი. არ მიიღონ საერთოდ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მანამდე სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდზე კი, ევროკავშირისა და საქათველოს დროშები გადმოფინეს.

მსგავსი თემები