აზერბაიჯანში ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

აზერბაიჯანის საზღვართან ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი  ჩამოვარდა. ინციდენტი საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად მოხდა.  ადგილზე მისვლას ცდილობენ მაშველები, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.

ცნობილია, რომ იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენის “ბორტზე” და იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები