„განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა, გზაგასაყარის წინაშე დგას“- BBC საქართველოზე

საქართველოს უჭირს. წლების განმავლობაში გარკვეული სიმშვიდის შემდეგ, ეს პატარა, განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა, გზაგასაყარის წინაშე დგას და რისკის წინაშე, რომ შეიძლება უკან, პოლიტიკურ არასტაბილურობამდე ან თუნდაც ისეთი ქაოსისკენ დაბრუნდეს, რომელმაც დააზიანა მისი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული, – ამის შესახებ BBC-ის სტატიაშია აღნიშნული.

სატატიის ავტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის წერს, რომ საქართველოს მომავალი გზა სასწორზეა.

„სასწორზე საქართველოს მომავალი გზაა. გააგრძელებს თუ არა ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, თავისი პორტებითა და მილსადენებით, ბალტიის ქვეყნების კვალდაკვალ ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ სვლას? თუ პოლიტიკური არეულობა, გაყალბებული არჩევნები და რუსეთის დამალული ხელი დააბრუნებს საქართველოს მოსკოვის ავტორიტარულ ორბიტაზე, ბელარუსის მსგავსად?“- აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია ქართველი ახალგაზრდების როლი მიმდინარე მოვლენებში.

მსგავსი თემები