“ჩვენ არ ვართ პარტია” პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა.

აქციის მონაწილე მედიკოსებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია“, ” ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმში. მსვლელობა მოეწყო ზუგდიდსა და ქუთაისში.

მსგავსი თემები