„ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის წითელი ხაზი“- ღარიბაშვილი ევროპელი მინისტრების აქიაზე მისვლაზე

„ეს არის წითელი ხაზი, ეს არის დარღვევა“-ასე შეაფასა „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლა. მისი თქმით, მინისტრების საქციელი შიდა პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა.

„ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერ-მინისტრიც. ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან. მემგონი შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც . ამ ყველაფრის მიუხედავად ოპოზიის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ქვია ამას თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი, როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან ეს არის მიუღებელი. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, ეს არის უხეში ჩარევა, ეს არის დარღვევა“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები