,,კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები, 18 მაისს აქცია-მსვლელობას ბერლინშიც აანონსებენ

კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს! – ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები, 18 მაისს, აქცია-მსვლელობას ბერლინში აანონსებენ:

,,მოძრაობა GZA და ბერლინელი აქტივისტები გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 18 მაისს 15:00 საათზე გამართავენ აქციას და მარშს “რუსული რეჟიმის” წინააღმდეგ. აქცია დაიწყება Besselpark-ში, რომელიც 15:45 საათზე მარშით გაგრძელდება Bertold-Brecht-Platz-ისკენ, სადაც გაიმართება აქციის დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მიიღო მოღალატეობრივი კანონი, რითაც განუდგა საქართველოს ევროპულ მომავალს, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიულ მიზანს.

აქციის ორგანიზატორები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ჩვენი ხმა გავაგონოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს და თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მედგრად იცავენ
საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროპულ მომავალს.

კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!

საქართველოს გზა და მომავალი ევროპაშია! რუსეთი არასდროს იქნება საქართველოს არჩევანი!”, – წერენ ორგანიზატორები.

მსგავსი თემები