,,გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ქართველი ემიგრანტები და სტუდენტები აქცია-მსვლელობას, 18 მაისს, ვენაში გამართავენ

ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქცია-მსვლელობა 18 მაისს ვენაში იგეგმება. მსვლელობა 18 საათზეა ჩანიშნული.

,,არა რუსულ კანონს!
აქცია ქალაქ ვენაში!
18.05.2024
შაბათი, 18:00 საათი, Platz der Menschenrechte, Mariahilfer Str. 1, 1070 Wien

იმავე დროს, 18:00 საათზე, Stadtpark-ის მთავარი შესასვლელიდან (johannesgasse 26, 1010 wien-ის მოპირდაპირე მხარე) ველოსიპედებით დავიძვრებით და აქციას მსვლელობით შემოვუერთდებით.

უცხოელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმავე რუსული კანონის მიღებასა და მთავრობის ღიად პრორუსულ და ანტიევროპულ კურსს.

ველოსიპედით წამოსვლის მსურველებს გთხოვთ, პირადში შემეხმიანოთ, რომ რაოდენობა ვიცოდეთ და კოორდინირება მარტივად შევძლოთ.

არა რუსულ კანონს!
არა რუსულ მთავრობას!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები