,,ოთხმა ფორმიანმა სცემა, ტვინში ჰემატომა აქვს, შაბათს უტარდება ოპერაცია” – აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. დაზარალებულს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

დაზარალებულის მეგობარი აღნიშნავს, რომ დღეს აშშ-ის საელჩოს მიმართავენ და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

,,დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული 4 ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში,” – ამბობს დაზარალებულის მეგობარი.

მსგავსი თემები