17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

მთავრობამ “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის” დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

მსგავსი თემები