,,ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის” – ჯიმ ობრაიენი

კანონის განხილვებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან. მივიწვიეთ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონთან დაკავშირებით ასევე შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის.

ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე ცუდად, არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან შეხვედრაზე, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებებზე მაღლა, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან მეტ მუშაობას და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს“, – განაცხადა ობრაიენმა.

მსგავსი თემები