პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია ,,კანონისა და სამართალის” წევრი, თაკო ჩარკვიანი, პლენარული სხდომიდან გააძევა.

სიტყვით გამოსვლისას ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართავდა: ,,მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება, გაიწვიეთ ეს კანონი, სამარცხვინო, მოღალატეობრივი”.

ამის შემდეგ, ჩარკვიანს პაპუაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა და შენიშვნა მისცა “სიძულვილის ენის” გამოყენებაზე. ცოტა ხანში კი დარბაზი დაატოვებინა.

პლენარული სხდომა, სადაც ცოტა ხანში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა უნდა დაიწყოს, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირებაც ხდება.

მსგავსი თემები