,,დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო, ,,ოცნება”, შეაჩერეთ რუსული კანონი” – როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.

,,დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო.

ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ “უცხოელი აგენტების კანონი”!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში “უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება”, – წერს როთი.

ცნობისთვის, მიხაილ როთი, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფება.

მსგავსი თემები