,,შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ,,ქართულ ოცნებას” ვუთხრათ, გაიწვიონ რუსული კანონი” – სტუდენტები

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ და პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის აქციას შეუერთდებიან. თავდაპირველად ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები.

,,დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ვუთხრათ გაიწვიონ ეს კანონი. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს , მაშასადამე ჩვენს კონსტიტუციასაც”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს 19:00 საათზე, სტუდენტებმა დააანონსეს სტუდენტური მარშიც.

მსგავსი თემები