მოსკოვი დასავლეთს ბრძოლის ველზე იწვევს

„თუ დასავლეთ უკრაინის კრიზისის ბრძოლის ველზე გადაჭრა სურთ,   მოსკოვი ამისათვის მზად არის“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი.

მისი თქმით, რასაც დასავლეთის ქვეყნები აკეთებენ, სკოლის მოსწავლის დატუქსვას ჰგავს.

„მათი არჩევანია.  თუ სურთ ბრძოლის ველზე ყოფნა, იქნებიან ბრძოლის ველზე”, – თქვა მან უკრაინის თემაზე შვეიცარიაში გასამართ  კონფერენციაზე საუბრისას.

„კონფერენცია რუსეთისთვის ულტიმატუმის ხელახლა ჩამოყალიბებამდე დადის. როგორც ოროსანი მოსწავლე, რომელიც იქ წარადგინეს, ყველაფერი ერთმანეთში გადაწყვიტეს, მერე დაუძახეს და განაჩენი გამოუცხადეს. ჩვენთან ასე საუბარი არ შეიძლება“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

 

მსგავსი თემები