ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია

ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება. ისინი, ამ წუთებში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. დახურულ კარს მიღმა ისინი რუსულ კანონსა და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსული კანონის განხილვის გამო, ის ევროკავშირის დელეგაციას არ შეხვდება. უცნობია შეხვდება თუ არა მათ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ან მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები.

მსგავსი თემები