,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს!” – მაიკლ როთი

,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს!”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. მასთან ერთად თბილისში EU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.

,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები EU-ის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას,” – წერს როთი.

მსგავსი თემები