მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, ამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში. როგორც მან  “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა,  არ სურს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია.

,,რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები, მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მას შემდეგ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები