ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
,,მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას!
მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია!
მადლობა ბიჭებს!”, – წერს საელჩო.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.