“ზღაპრის ბოლო კეთილია” – ამ სიმღერას ასრულებენ ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდის სტადიონზე და ეროვნულ ნაკრებს ამხნევებენ. ამ დროისთვის ანგარიში თურქეთის სასარგებლოდ 2:1 გახდა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას მართავს. ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო.