ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაფიცული სტუდენტების მსვლელობა დაიწყო. ისინი მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
პარლამენტისკენ მსვლელობა რამდენიმე ლოკაციიდან იგეგმება. მათ შორის, პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ – ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.