ხორვატიამ უკრაინას რობოტული განაღმვის სისტემები აჩუქა

ხორვატიამ უკრაინას Dok-ING MV-4 ტიპის რობოტული განაღმვის სისტემები აჩუქა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ივან ანუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და თანხებს მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 26% დანაღმულია.

“განაღმვა უზარმაზარი ამოცანაა და აქ ძალიან საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა. უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები