“ხალხო არ შეხვიდეთ შეცდომაში. საქართველოს ხელისუფლება გატყუებთ!“- მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი

მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ბესიკ ლეგიაშვილი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. ამის შესახებ, მან ვიდეო მიმართვა ფესიბუქზე გაავრცელა. ბეგიაშვილი, ამბობს რომ პრემიებს, რომელსაც  მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს ჰპირდება სიახლე არ არის.

„მთავრობის გვერდზე დევს ინფორმაცია, რომ მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები თავის მიღწევებზე აიღებენ გარკვეულ თანხებს. იქ ჩამოთვლილია თანხები. ხალხს ძალიან გაგიხარდათ, როგორც იქნა ამ სპორტსმენებს მიხედავენო. ეს ისედაც ასე იყო, რა არის ამაში ახალი?ეს საქართველოს კანონმდებლობაშ დიდი ხანია არის. ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ და რატომ იბრალებთ ამას თქვენ? მსოფლიოზე ვიყავით ძალიან წარმატებულები, ნახევარი საათიანი შეხვედრა გააკეთეთ ჩვენთან, რომ ფოტოები გადაგეღოთ, მეორე დღეს გამოაქვეყნეთ ეს. ამაში რა არის ახალი? თქვენ ახალი გვითახარით რამე და მოგისმენთ? ამაზე მადლობა როგორ გიხრათ, ეს თქვენამდეა გაკეთებული.

ხალხო არ შეხვიდეთ შეცდომაში. საქართველოს ხელისუფლება გატყუებთ!“- ამბობს ბესიკ ბეგიაშვილი.

 

მსგავსი თემები