უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებს იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს სურს დარტყმის განხორციელება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს სურს დარტყმები ATACMS-ის ტიპის ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით მიიტანოს.

უმეროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დასაცავად რუსული ტერორისგან, იმედი მაქვს, რომ მოგვისმინეს. ჩვენ ვაჩვენეთ აეროდრომები, რომლებსაც რუსები იყენებენ ჩვენს ქალაქებზე დასარტყმელად. ისინი კლავენ ჩვენს მოქალაქეებს. აი, რატომ გვინდა მათი შეკავება, გვინდა მათი შეჩერება, არ გვსურს, მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება ჰქონდეს ქალაქების დაბომბვის მიზნით“ – განაცხადა უმეროვმა.

 

მსგავსი თემები