“დაუშვებელია, შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე.

ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შესაძლოა, არსებობდეს პრობლემები, მათზე საუბარი საჭიროა, აუცილებელია საკითხების წამოწევა, მაგრამ რომელიმე ქვეყანაზე ასეთი ლექსიკით საუბარი არასწორია. თუ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაშინ თავად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ არა სხვებისთვის, არამედ ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის აზროვნების სხვა სახე, სხვა აღქმა, სრულიად სხვა აზროვნების სიბრტყე და თუ გვსურს, გვქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, უნდა გადავიდეთ აზროვნების ამ დონეზე და იქ გავძლიერდეთ“ – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ არ სურს, უპასუხოს კითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს.

„რატომ უნდა გამოიყენოს რუსეთმა სანქციები, ვთქვათ, რომელი ინტერესებისთვის? არ მინდა, დღეს განვიხილოთ ეს სცენარები ასეთი ლექსიკური მარაგით“ – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

 

მსგავსი თემები