ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები შესაძლოა დღის ბოლომდე გახდეს ცნობილი. მოქალაქეებმა არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილის შორის უნდა გააკეთონ.

ყოფილი კარდიოქირურგი პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.

საიდ ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი.

პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, პეზეშკიანმა ხმების 44% დააგროვა, ხოლო ჯალილიმ – 40%. არჩევნებზე აქტივობამ 40% შეადგინა, რაც ისლამური რესპუბლიკის 45-წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი თემები