,,როტაციულ თავმჯდომარეს EU-ს სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია” – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ უნგრეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, არ აქვს უფლებამოსილება აწარმოოს დიალოგი რუსეთთან ევროკავშირის სახელით. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარასკევს ორბანი მოსკოვში ჩასვლას და პუტინთან შეხვედრას აპირებს.

,,ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეს არ აქვს მანდატი, რომ ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან. ევროპული საბჭო მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. უკრაინის გარეშე დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება”, – დაწერა მიშელმა.

ცნობისთვის, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისს გახდა.

მსგავსი თემები