,,უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და იმისთვის, რომ დათმოს ნებისმიერი ტერიტორია ომის დასასრულებლად.

ვაშინგტონში ვიზიტისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს “სამართლიან მშვიდობას” ომში.

,,მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ…. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი”, – თქვა ერმაკმა.

იერმაკის ვიზიტი აშშ-ის დედაქალაქში მომავალ კვირას ნატოს სამიტის წინ მოხდა, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინა იქნება განხილვის მთავარი თემა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე ტრამპმა თქვა, რომ მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, სწრაფად მოაგვარებდა უკრაინაში ომის საკითხს, მას არ დაუკონკრეტებია როგორ.

Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ორმა მთავარმა მრჩეველმა მას წარუდგინა გეგმა, რომელიც გულისხმობს აშშ-ს დახმარების შეწყვეტის მუქარას, თუ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ დაწყებს. თუმცა, დებატების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობებს. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დაასრულებს ომს, თუ კიევი დათანხმდება ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ოთხი რეგიონის გადაცემას კრემლისთვის.

კითხვაზე, როგორ აფასებს უკრაინა, რომ ტრამპი გაუმკლავდება ომს, ერმაკმა თქვა ,,გულწრფელი პასუხი: არ ვიცი, ვნახოთ”.

მსგავსი თემები