აშშ უკრაინისთვის 2.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს – ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს 2,3 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულები ახალ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის.

მისი თქმით, დახმარება მოიცავს, გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა საბრძოლო მასალებს აშშ-ს მარაგებიდან. პაკეტი მისცემს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას, შეიძინოს მეტი რაკეტა ,,პატრიოტის” სისტემებისთვის, რომლებიც მიწოდებული იქნება დაჩქარებულ დროში.

ოსტინი სამშაბათს შეხვდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, მოლაპარაკებების მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ოსტინმა ასევე აღნიშნა უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი:

,,ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა ავაშენოთ ხიდი უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე”, – თქვა მან.

 

მსგავსი თემები