გიორგი მიქაუტაძეს საზეიმო ღონისძიებაზე არყოფნაში, ხელი ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე ვერ დაესწრო, გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე, რომელსაც „ატლანტა იუნაიტედში“ 4 ივლისს „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ თამაში ელის.

გიორგი მიქაუტაძემ თავის არყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ღონისძიებაზე არყოფნისთვის ბოდიში მოიხადა.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ საზეიმო ღონისძიებაზე ნაკრებთან ერთად არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა აღნიშნა, რომ მალე გიორგი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი თემები