,,სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.

გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, ასევე ბუდუ ზივზივაძის მამამ.

მსგავსი თემები